Sunday, July 10, 2011

ჩვენი სოფლის ღირსეული ადამიანები



1. პროექტის იდეა: ჩვენს გარშემო არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ღირსეულ საქმეებს აკეთებენ, აკეთებენ და საზოგადოებისაგან არ ითხოვენ არაფერს, ამიტომ მათ შესახებ ფაქტიურად არავინ არ იცის. ამ პროექტის საშუალებით ღირსეული ადამიანების მოძიება, მათზე ინფორმაციის შეგროვება და სააშკარაოზე გამოტანა მათი ღისეული საქმიანობისა, ფართო საზოგადოებისათვის მათი გაცნობარადგან ეს ადამიანები ახალგაზრდა თაობისათვის მისაბაძი იყოს.
2. პროექტის აქტუალობა: დაინტერესებულები არიან ისეთი ადამიანების მოღვაწეობით, რომლებიც ჩრდილში არიან მოქცეულები და მათ შესახებ ცოტამ თუ იცის.
3. პროექტის მიზანი: მოსწავლეები გამოიმუშავეენ კვლევა-ძიების , ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს  თანამშრომლობა, პრეზენტაციის მოწყობას საზოგადოებისათვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას,ინფორმაციის განთავსება web გვერდზე.
4.მონაწილეთა ასაკი: VIII,  IX , X,  XI,  XII კლ./ 14-18 .
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. მოსალოდნელი შედეგები: მოიძიებენ ღირსეულ ადამიანებს, ჩაწერენ ინტერვიუებს, გადიღებენ ფოტოებს, დაწერენ მათ მოკლე ბიოგრაფიას,განათავსებენ ვებ გვერდზე და მოიწვევენ სკოლაში მათთვის მომზადებულ სასკოლო ღონისძიებაზე, გააკეთებენ პრეზენტაციას.
7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერები, აუდიოჩამწერი, ფოტოააპარატი. პროექტორი, ინტერნეტი.
8. პროექტის მსვლელობა:
  • მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის თემას და მიზანს;
  • ვქმნი ჯგუფებს და ვავალებ თავიანთი სურვილისამებრ ჯგუფებს დაარქვან სახელები;
  • ვირჩევ ჯგუფში ლიდერებს;
  • ერთ ჯგუფს ვავალებ მოიძიონ ადამიანები, რომელთაც ბევრი კეთილი და ღირსეული საქმე აქვთ გაკეთებული, მეორე ჯგუფს ვავალებ მოიძიონ შემოქმედებითი უნარის მქონე ადამაინები (მწერლები, პოეტები, მომღერლები, მხატვრები, ხელმარჯვე ოსტატები);
  • ლიდერებმა ყოველი კვირის ბოლოს მომაწოდონ ინფორმაცია მუშაობის შესახებ;
  • ჯგუფები მოიძიებენ ღირსეულ ადამიანებს, ჩაწერენ ინტერვიუებს, გადაიღებენ ფოტოებს;
  • ამობეჭდავენ ღირსეული ადამიანების მოკლე ბიოგრაფიას;
  • მოიძიებენ შემოქმედი ადამიანების ნამუშევრებს;
  • შემოქმედი ადამაინების ნაშრომებს ამობეჭდავენ (MS word-ში);
  • ჯგუფების მუშაობის საბოლოო შეჯერება;
  • ვებ გვერდზე ღირსეული ადამიანების ინფორმაციის განთავსება;
  • სკოლაში ღონისძიების მოწყობა, სადაც მოწვეულები იქნებიან სოფლის ღირსეული ადამაინები;
  • მოეწყობა პრეზენტაცია სოფლის მოსახლეობისათვის, სადაც წაიკითხავენ სოფლის მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას, მოეწყობა გამოფენა სოფლის ხელმარჯვე ოსტატების ნამუშევრების, მოეწყობა გამოფენა სოფლის მხატვრების ნამუშევრების;
  • მონაწილეთა შეფასება.
9. საგნებთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება,ისტ.
10.პროექტის ხელმძღვანელი: ხატია მარტინენკო
11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:kh.martinenko@gmail.com
12.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: